Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭო ემზადება სრებრენიცის შესახებ სადავო რეზოლუციის განსახილველად


გაეროს უშიშროების საბჭო აცხადებს, რომ დღეს განიხილავს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით ბრიტანეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს. მოსალოდნელია, რომ პროექტს შეეწინააღმდეგება რუსეთი, რომელსაც, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ვეტოს უფლება აქვს. ბალკანეთში 1990-ანი წლების ომების დროს, მოსკოვი მხარს უჭერდა ბოსნიელ სერბებსა და სერბიას. ბრიტანეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტში დაგმობილია სრებრენიცაში ჩადენილი დანაშაულები და შესულია მოწოდება ძალისხმევისაკენ, მთელს მსოფლიოში თავიდან იქნეს აცილებული გენოციდი. რეზოლუციის პროექტში როგორც წერია, სრებრენიცაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გენოციდად აღიარება არის "წინაპირობა შერიგებისათვის". ბოსნიელი სერბების ლიდერები უარს ამბობენ 1995 წელს სრებრენიცაში 8000-მდე ბოსნიელი მუსლიმის დახოცვის გენოციდად აღიარებაზე. ბოსნია-ჰერცეგოვინაში 11 ივლისს აღნიშნავენ სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მე-20 წლისთავს.

XS
SM
MD
LG