Accessibility links

რუსეთში ბრალი დაუმძიმეს უკრაინელ მფრინავ ქალს


რუსეთში ბრალდება დაუმძიმეს წინასწარ პატიმრობაში მყოფ უკრაინელ სამხედრო მფრინავს, ნადია სავჩენკოს. ახლა მას ბრალად წაუყენებენ უშუალო მონაწილეობას შარშან უკრაინის ტერიტორიაზე ორი რუსი ჟერნალისტის მკვლელობაში. აქამდე სავჩენკოს მკვლელობაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებდნენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა ვლადიმირ მარკინმა 7 ივლისს გააკეთა განცხადება ახალ ბრალდებაზე, რომელიც დაემატა მკვლელობის მცდელობისა და რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის ბრალდებებს. სავჩენკო 2014 წლის ივლისიდან იმყოფება რუსეთში წინასწარ პატიმრობაში. ის ამტკიცებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შეიპყრეს რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა პირებმა და მათვე გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე. სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ რუსეთს არა აქვს მისი არც დაკავების და არც გასამართლების უფლება. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, უკრაინელ პილოტს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. კიევი და დასავლეთის ქვეყნები რუსეთისაგან მოითხოვენ სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

XS
SM
MD
LG