Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება „რამდენიმე დღით“ გასცდება შეთანხმებულ ვადას


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ამ განცხადებით მოგერინიმ დაადასტურა, რომ მოლაპარაკება გასცდება შესათანხმებლად 7 ივლისისათვის განსაზღვრულ ვადას. მოლაპარაკებაში, რომელიც ვენაში იმართება, მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლები ცდილობენ, ირანის დელეგაციასთან მიაღწიონ საბოლოო შეთანხმებას ბირთვულ პროგრამაზე. მოგერინის თქმით, ის გარემოება, რომ მოლაპარაკება კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, არ ნიშნავს, რომ უკვე მესამეჯერ შეიცვლება შეთანხმების მისაღწევად განსაზღვრული ვადა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მინისტრი 7 ივლისს გაემგზავრება ვენიდან, მოგერინის ინფორმაციით, ისინი, საჭიროების შემთხვევაში, დაბრუნდებიან. მოლაპარაკების მიზანია ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა, მისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG