Accessibility links

ავღანეთში საჰაერო თავდასხმისას მოკლეს ათობით ექსტრემისტი


ავღანეთში უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად მოკლეს ათობით მეამბოხე, როგორც იუწყებიან, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მოკავშირეები. ავღანელი და უცხოელი ოფიციალური პირების მონაცემებით, აღმოსავლეთ ავღანეთში მოკლული ექსტრემისტების რიცხვი 25-დან 49-მდე მერყეობს. „ისლამურ სახელმწიფოს“ ავღანეთში ერთგულებას ჰპირდება ექსტრემისტების მზარდი ნაწილი, რომელთა წინააღმდეგაც არის მიმართული აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების იერიშები.

XS
SM
MD
LG