Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება 10 ივლისამდე გაგრძელდება


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ამ განცხადებით მოგერინიმ დაადასტურა, რომ ვენაში მიმდინარე მოლაპარაკება გასცდება შესათანხმებლად 7 ივლისისათვის განსაზღვრულ ვადას. ირანის მაღალი რანგის დიპლომატმა, რომლის ვინაობა არ გავრცელებულა, განაცხადა, რომ ირანმა 8 ივლისს წარადგინა კამათის ობიექტების „კონსტრუქციული მოგვარება“. ირანის სტუდენტური სააგენტო იტყობინება, რომ ირანის შეთავაზების მიზანია, გადაილახოს აზრთა დარჩენილი სხვადასხვაობა საბოლოო შეთანხმებაში, რომელიც ირანთან უნდა მიაღწიონ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა წევრმა და გერმანიამ.

XS
SM
MD
LG