Accessibility links

logo-print

რუსეთი ამოწმებს სომხეთში თავისი ჯარების სამხედრო მზადყოფნას


რუსმა სამხედროებმა მოულოდნელად დაიწყეს სომხეთში რუსეთის ჯარების სამხედრო მზადყოფნის შემოწმება. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური 7 ივლისს გავრცელებული ცნობით იუწყება, რომ მოულოდნელი შემოწმებისას კომისია შეისწავლის „ერებუნიში საავიაციო ნაწილის და გიუმრის გარნიზონში სამხედრო ბაზის მორიგე ძალების მზადყოფნას სამხედრო მზადყოფნაში მოსაყვანი ამოცანების შესასრულებლად“. ამ მოულოდნელი შემოწმების ფონს ქმნის სომხეთში ორ კვირაზე მეტი ხნის წინ დაწყებული დემონსტრაციები, ელექტროენერგიის გაძვირების გეგმის გასაპროტესტებლად. ელექტროენერგიის გაძვირებას აპირებს კომპანია, რომელიც რუსეთის კომპანიას ეკუთვნის.

XS
SM
MD
LG