Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში ყოვნდება სხდომა სრებრენიცის შესახებ რეზოლუციის პროექტის განსახილველად


გაეროს უშიშროების საბჭო აპირებს, 7 ივლისს განიხილოს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით ბრიტანეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი. მაგრამ სხდომა ყოვნდება ამ საკითხზე აშშ-ისა და რუსეთის საგანგებო მოლაპარაკების გამო. რეზოლუციის პროექტში შერიგების წინაპირობად არის მოხსენიებული „სრებრენიცის ტრაგიკული მოვლენების გენოციდად აღიარება“ და დაგმობილია გენოციდის უარყოფა. ბოსნიელი სერბების ლიდერები უარს ამბობენ 1995 წელს სრებრენიცაში 8000-მდე ბოსნიელი მუსლიმის დახოცვის გენოციდად აღიარებაზე. რუსეთი, რომელიც ბალკანეთის ომების დროს მხარს უჭერდა ბოსნიელ სერბებსა და სერბიას, რეზოლუციის პროექტი მიიჩნევს „განხეთქილების მომტანად“ და „კონფლიქტის ერთ მხარეს“ ფოკუსირებულად. ბოსნია-ჰერცეგოვინაში 11 ივლისს აღნიშნავენ სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მე-20 წლისთავს.

XS
SM
MD
LG