Accessibility links

logo-print

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში მიემგზავრება რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის მიწვევით


„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში მიემგზავრება რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, სერგეი ნარიშკინის მიწვევით. პარტიის პრესამსახურის ინფორმაციით, 10 ივლისს ბურჯანაძე მონაწილეობას მიიღებს რუსეთის სახელმწიფო დუმისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში თემაზე „მსოფლიოს და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები 21-ე საუკუნეში“. „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესამსახურის ცნობით, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში.

XS
SM
MD
LG