Accessibility links

logo-print

ციპრასი ევროპას რეფორმებს დაჰპირდა


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა პირობა დადო, რომ მისი მთავრობა კრედიტორებს ხუთშაბათს რეფორმების სანდო პაკეტს შესთავაზებს. ალექსის ციპრასმა ამის შესახებ ევროპის პარლამეტში განაცხადა, სადაც მიმდინარეობდა გაცხარებული დებატები საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით. საბერძნეთი ცდილობს დახმარების მესამე პაკეტი მიიღოს და ამით თავიდან აიცილოს ევროზონის შესაძლო დატოვება. კვირას საგანგებო სამიტი ჩატარდება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ყველა 28 წევრი, და არა მხოლოდ ევროზონის 19 ქვეყანა.

XS
SM
MD
LG