Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო უკრაინაზე რუსეთის „თავდასხმა“


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია რუსეთის "ცალმხრივი და უსამართლო თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე". 8 ივლისის კენჭისყრისას რეზოლუციას მიემხრო 96 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო 7, თავი შეიკავა 32-მა. დოკუმენტი მოუწოდებს რუსეთს, დაასრულოს უკრაინაში მძიმე იარაღის, ტყვია-წამლის შეტანა და რუსეთის არმიის შენაერთების და დაქირავებული ჯარისკაცების შეგზავნა, შეუწყვიტოს სამხედრო, ფინანსური დადახმარება პრორუსულ სეპარატისტებს. რეზოლუციაში გამოხატულია ღრმა შეშფოთება ყირიმის ვითარების გამო. რუსეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სხდომებს ჰელსინკიში ბოიკოტს უცხადებს, რადგან ფინეთმა განაცხადა, რომ მათზე არ დაუშვებს რუსეთის დუმის სპიკერს, სერგეი ნარიშკინს და ხუთ სხვა დეპუტატს.

XS
SM
MD
LG