Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სირიელი ლტოლვილების რიცხვი ოთხ მილიონს აღემატება


გაეროს მონაცემებით, სირიიდან ოთხ მილიონზე მეტი ადამიანია გაქცეული 2011 წლის მარტში ამ ქვეყანაში ძალადობის დაწყების შემდეგ.მარტო ბოლო 10 თვის განმავლობაში სირია სამოქალაქო ომის გამო დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს სააგენტოს უფროსის, ანტონიო გუტერესის მონაცემებით, მსოფლიოში ამჟამად სწორედ სირიელები შეადგენენ ერთი კონფლიქტის გამო გაქცეული ლტოლვილების უდიდეს ჯგუფს. მათ გარდა, საკუთრივ სირიაში იძულებით გადაადგილებულ პირად ითვლება 7,6 მილიონი ადამიანი. 2011 წლის მარტიდან მოყოლებული, სამოქალაქო ომმა, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან მთავრობის ძალები, მეამბოხეები და ისლამისტი ექსტრემისტები, 230 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG