Accessibility links

logo-print

წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა


წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიდი მეწყრული სხეულიდან აღმოსავლეთით, 200 მეტრში გააქტიურდა 13-14 ივნისს წარმოქმნილი ძველი მეწყრული სხეული, რის გამოც დროებით დაიკეტა წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზა. მეწყრის შედეგად დაზიანდა მაგისტრალური გაზსადენის ადგილობრივი მონაკვეთი. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია სატრანსპორტო მოძრაობის სპეციალური რეჟიმის დაწესება. მეწყრის რაიონში იმყოფებიან გეოლოგები და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოწოლილი მეწყრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება ნაპრალები და მოსალოდნელია პროცესის შემდგომი გააქტიურება. სამინისტროს განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს ახალდაბა-ბეთანიის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის ძიება.

XS
SM
MD
LG