Accessibility links

რუსეთი მოითხოვს ირანისათვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს მოხსნას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 9 ივლისს განაცხადა, რომ მოსკოვის სურვილია, გაერომ „რაც შეიძლება მალე“ გააუქმოს ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგო და ეს ნაბიჯი უნდა იყოს ნაწილი ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებისა, რომლის მისაღწევადაც ვენაში მოლაპარაკება იმართება. „გადაულახავი პრობლემები არ დარჩენილა, თუ პროცესის რომელიმე მონაწილე - ეს ნამდვილად არ იქნება რუსეთის ფედერაცია - ბოლო მომენტში არ შეეცდება მოლაპარაკების პროცესიდან, ასე ვთქვათ, ცაიტნოტის პირობებში დამატებითი შედეგის მიღებას“, - განაცხადა ლავროვმა რუსეთის ქალაქ უფაში გამართულ პრესკონფერენციაზე. ირანმა 8 ივლისს გაავრცელა ცნობა, რომ ახალი წინადადებები შესთავაზა მის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებაში მონაწილე ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებს. შეთანხმების მისაღწევ ახალ ვადად 10 ივლისია განსაზღვრული. შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთისა და გერმანიის მიზანია ირანი დაიყოლიონ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე, მისთვის სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG