Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ ვიეტნამთან ისტორიული მოლაპარაკებები გამართა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში გამართა ისტორიული მოლაპარაკებები ვიეტნამის მმართველი კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივან ნგუენ ფუ ჩონგოსთან. ეს არის ასეთი დონის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც 1995 წელს ორმა ქვეყანამ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობები. ობამას სიტყვებით, მიუხედავად პოლიტიკური ფილოსოფიის განსხვავებებისა, აშშ-სა და ვიეტნამს შორის ურთიერთობა მყარდება. ნგუენ ფუ ჩონგმა მოლაპარაკებებს უწოდა „თბილი, კონსტრუქციული, პოზიტიური და მართალი“. ანალიტოკოსები მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონი და ჰანოი ურთიერთობების გამყარებას ჩინეთის გაძლიერებული აქტიურობის ფონზე ცდილობენ.

XS
SM
MD
LG