Accessibility links

logo-print

ბილ კლინტონი უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას სრებრენიცაში


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი შეარჩია შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელად სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მე-20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე. მთავარი ცერემონია 11 ივლისს გაიმართება. 1995 წელს 8000-მდე მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ სრებრენიცასთან მას შემდეგ, რაც ქალაქი ბოსნიელი სერბების შეიარაღებულმა რაზმებმა აიღეს. სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა მიჩნეულია ევროპაში ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ვაშინგტონის განცხადებით, ბილ კლინტონთან ერთად ბოსნიაში ჩავლენ კონგრესის წევრები და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მედლინ ოლბრაიტი.

XS
SM
MD
LG