Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისას არ გამორიცხავენ შეთანხმების ხვალამდე მიღწევას


ირანის ბირთვულ პროგრამაზე ვენაში მიმდინარე მოლაპარაკების მონაწილეები აცხადებენ, რომ შეთანხმების იმედი აქვთ, მაგრამ არ ჩანს კონკრეტული ნიშნები, რომ გარღვევას უნდა მოველოდეთ. ირანი და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა - შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი და გერმანია - ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც გაითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. თუ შეთანხმებას 10 ივლისამდე ვერ მიაღწიეს, შეერთებული შტატების კონგრესი ორჯერ მეტ დროს მოითხოვს დოკუმენტის განსახილველად. შესაბამისად, დაყოვნდება აშშ-ის სანქციების გაუქმება, რაც ერთ-ერთი მთავარი საკითხია ვენის მოლაპარაკებაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი, მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ მხარეები, თუ პოლიტიკურ ნებას გამოიჩენენ, მომდევნო საათებში მიაღწევენ შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG