Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელი "ძალიან მაღლად" მიიჩნევს ჯარში თვითმკვლელობების რაოდენობას


საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი „ძალიან მაღლად მიიჩნევს“ ჯარში თვითმკვლელობების და თვითდაზიანებების რაოდენობას. როგორც ხიდაშელმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ეს არის "ძალიან მტკივნეული თემა", რომელსაც სჭირდება მეცნიერული კვლევა. მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ აკადემიის ხელმძღვანელობა, აკადემიური საბჭოს წევრები, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

XS
SM
MD
LG