Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BRICS-ის ლიდერები, მათ შორის პუტინი, გამოთქვამენ "ღრმა შეშფოთებას" უკრაინის კრიზისის გამო


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქალაქ უფაში შეხვდა ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადი ოთხი ქვეყნის - ბრაზილიის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის - ლიდერებს BRICS-ის სამიტთან დაკავშირებით. სამიტი მიჩნეულია რუსეთის მცდელობად, აჩვენოს, რომ არ არის მსოფლიოში იზოლირებული მიუხედავად დასავლეთთან უთანხმოებისა, რომელსაც უკრაინაში მოსკოვის პოლიტიკა იწვევს. BRICS-ში შემავალმა ქვეყნებმა (ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და სამხრეთმა აფრიკამ) მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც გამოხატულია "ღრმა შეშფოთება" აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გამო. დოკუმენტში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებენ, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკში ხელმოწერილი შეთანხმება. სამიტის მონაწილეებმა იმსჯელეს ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეულ უთანხმოებაზეც და გამოთქვეს რწმენა, რომ ვენის მოლაპარაკების მონაწილეები შეთანხმებას მიაღწევენ.

XS
SM
MD
LG