Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი ჯოზეფ დანფორდი: რუსეთი საფრთხეს უქადის აშშ-ს


ამერიკელმა გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა, რომელიც აშშ-ის არმიის შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატია, სენატის კომიტეტში გამართული მოსმენის დროს რუსეთს აშშ-ის ყველაზე დიდი საფრთხე უწოდა. „თუ თქვენ გსურთ, რომ დავასახელო ქვეყანა, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს აშშ-ის არსებობას, მე რუსეთს მივუთითებდი. და თუ თქვენ დააკვირდებით მათ ქცევას, ის შეშფოთებას იწვევს.“ ამერიკელმა გენერალმა სენატში გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ „სამხედრო თვალსაზრისით გონივრულად მიიჩნევს“ უკრაინის სამხედრო დახმარებას, ურომლისოდაც უკრაინა „ვერ შეძლებდა თავის დაცვას რუსეთის აგრესიისაგან“.

XS
SM
MD
LG