Accessibility links

logo-print

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები ჩიხშია


ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ვენის მოლაპარაკებებში მონაწილეები აცხადებენ, რომ შეთანხმების ირგვლივ პროგრესის მიღწევის იმედი აქვთ, თუმცა ჯერჯერობით გარღვევას ცოტა რამ თუ მოასწავებს. ირანი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და აშშ-ი მუშაობენ შეთანხმების ტექსტზე, რომლის თანახმად თეირანმა უნდა შეამციროს მისი ბირთვული პროგრამა საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. „ჩვენ ვართა აქ, რადგან გვჯერა რეალური პროგრესის მიღწევის“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 9 ივლისს. თუმცა, დასძინა, რომ „მოლაპარაკებები ვერ იქნება დაუსრულებელი“.

XS
SM
MD
LG