Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ირანი ერთმანეთს ადანაშაულებენ მოლაპარაკების ჩაშლაში


აშშ-ი და ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაიმუქრა, რომ დატოვებს მოლაპარაკებებს, თუ ირანი არ მიიღებს „რთულ გადაწყვეტილებებს“, რაც ამ გარიგების მისაღწევად არის საჭირო. ირანელებმა სწრაფად უპასუხეს ამერიკელ დიპლომატს და აშშ-ი და მისი ევროპელი მოკავშირეები „ფსიქოლოგიური ომის“ წარმოებასა და ბოლო მომენტში, საკუთარი პოზიციების შეცვლაში დაადანაშაულეს. აშშ-ი და დასავლეთის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ირანი აჭიანურებს იმ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას, რაც მისი ბირთვული პროგრამის შემცირებისთვის არის საჭირო. ჯონ კერის თანახმად, ვაშინგტონი არ აჩქარებს მხარეებს გარიგების მიღწევის ვადების მხრივ, თუმცა დასძინა, რომ მოთმინება იწურება და მოლაპარაკებები ვერ გაგრძელდება უსასრულოდ.

XS
SM
MD
LG