Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის მთავრობამ ეკონომიკური რეფორმების ახალი პაკეტი წარმოადგინა


საბერძნეთის მთავრობამ საერთაშორისო კრედიტორებს ეკონომიკური რეფორმების ახალი პაკეტი გაუგზავნა. ევროკავშირის წარმომადგენლებმა ათენის წინადადება ხუთშაბათს, შუაღამემდე ორი საათით ადრე მიიღეს. სწორედ ეს ვადა იყო დათქმული მათ მიერ საბერძნეთის ფინანსური დახმარების წინადადების მისაღებად. წინასწარი მონაცემებით, საბერძნეთის პრემიერ მინისტრი ალექსის ციპრასი დათანხმდა გადასახადების გაზრდას და საპენსიო სისტემის რეფორმას, როგორც ამას მოითხოვდა ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. გარდა ამისა, საბერძნეთის მთავრობა აპირებს ბიუჯეტის ხარჯები 12 მილიარდ ევრომდე შეამციროს. დღეს საბერძნეთის მთავრობა შეეცდება მოიპოვის პროექტის მხარდაჭერა ქვეყნის პარლამენტის სხდომაზე.

XS
SM
MD
LG