Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალ-ყაიდის ახალი ლიდერი თანამებრძოლებს აშშ-ის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს


ალ ყაიდის ახალმა ლიდერმა არაბეთის ნახევარკუნძულზე კასიმ ალ-რაიმიმ მოუწოდა თანამებრძოლებს, გააგრძელონ ბრძოლა აშშ-ის წინააღმდეგ და მოამზადონ ახალი თავდასხმები ამერიკის მოქალაქეებსა და სამხედროებზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალ-რაიმიმ იემენში ალ-ყაიდის ახალი ლიდერის რანგში პირველი გამოსვლისას თანამებრძოლებს ამერიკელების წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებისკენ მოუწოდა. ამ მიმართვის აუდიოჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა. იემენში ალ ყაიდას კასიმ ალ-რაიმი მას შემდეგ ჩაუდგა სათავეში, რაც ივნისის შუა რიცხვებში ამერიკული ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა მისი წინამორბედი ნასერ ალ-ვახიში.

XS
SM
MD
LG