Accessibility links

logo-print

საბერძნეთში მცხოვრები ქართველები სამშობლოში დაბრუნებას არ ითხოვენ


საბერძნეთში არსებული კრიზისის გამო სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით საბერძნეთში საქართველოს საელჩოსთვის არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ელჩმა საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, 29 ივნისიდან, რაც საბერძნეთში კრიზისული კვირა დაიწყო, საქართველოს საელჩომ და საკონსულომ ორ წყებად შემოიღო გარკვეული ღონისძიებები. კერძოდ, ვინაიდან ბანკები დაიხურა და საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდათ წვდომა საბანკო ანგარიშებზე, საკონსულო მომსახურების გაწევა ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით, მეორე ეტაპზე კი, უფასო გახდა ის მომსახურებები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტებისთვის.

XS
SM
MD
LG