Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები დახოცეს


ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების უწყების ცნობით, საავიაციო იერიშის შედეგად მოკლეს პაკისტანის თალიბანის ყოფილი ოფიციალური წარმომდგენელი, რომელმაც ერთგულება გამოუცხადა ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“. მავლავი შაჰიდულა შაჰიდი 7 ივლისს დაიღუპა ნანგარჰას პროვინციის აჩინის რაიონში. 2014 წელს თალიბანიდან წასვლის შემდეგ შაჰიდი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი გახდა პაკისტანის ხორასანის რეგიონში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, საავიაციო იერიშის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ ერთი ლიდერი, ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების კოორდინატორი გულ ზამნ ფატეჰი მოკლეს.

XS
SM
MD
LG