Accessibility links

logo-print

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საფრანგეთში გაემგზავრა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საფრანგეთში გაემგზავრა. ის ხელს მოაწერს მეორე კონტრაქტს საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მეორე კონტრაქტის მიზანი რამდენიმე კვირის წინ შეძენილი სისტემის ეფექტიანობის გაზრდაა. „ჩვენ პირველი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ვთქვით, რომ ეს დასაწყისი იყო, რადგან სისტემას შეიძლება დააშენო ძალიან ბევრი რამ იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობა აქვს ქვეყანას“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, საფრანგეთთან კონტრაქტის მეორე ნაწილიც პირველსავე ეტაპზე გაეფორმებინა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ საფრანგეთთან პირველ კონტრაქტს ივნისის შუა რიცხვებში მოაწერა ხელი.

XS
SM
MD
LG