Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი და პაკისტანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შეუერთდებიან


ინდოეთი და ჩინეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შეუერთდებიან, ამის შესახებ 10 ივლისს უფაში, ორგანიზაციის მიერ მიღებულ დეკლარაციაშია საუბარი. უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ შექმნილ რეგიონულ გაერთიანებაში, რომელსაც რუსეთი და ჩინეთი ხელმძღვანელობენ, ცენტრალური აზიის რესპუბლიკები არიან გაერთიანებული. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახალ გაფართოებას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ისტორიის ახალი ფურცელი უწოდა. „დღევანდელი სამიტი ახალ ეტაპს წარმოადგენს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისათვის. ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში პირველად, ახალი წევრების - ინდოეთისა და პაკისტანის მიღების პროცედურა იწყება. ჩვენ შევთანხმდით, რომ დამკვირვებელი სახელმწიფოს დონემდე გავზარდოთ ბელორუსიის რესპუბლიკის სტატუსი ორგანიზაციის მუშაობაში. ამას გარადა, აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა და ნეპალის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ოჯახს შეუერთდებიან, როგორც დიალოგში პარტნიორები“. რუსეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცის განიხილავს, როგორც დასავლეთის ალიანსის საპირწონეს. ერთი დღით ადრე უფაში გაიმართა კიდევ ერთი, BRICS-ის ქვეყნების სამიტი, რომელშიც ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადი ოთხი ქვეყნის - ბრაზილიის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის - ლიდერები ღებულობდნენ მონაწილეობას. სამიტი მიჩნეულია რუსეთის მცდელობად, აჩვენოს, რომ არ არის მსოფლიოში იზოლირებული მიუხედავად დასავლეთთან უთანხმოებისა, რომელსაც უკრაინაში მოსკოვის პოლიტიკა იწვევს.

XS
SM
MD
LG