Accessibility links

logo-print

ბურჯანაძემ მის კრიტიკოსებს „ბრიყვები“ უწოდა


"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ვინც მის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით წინასწარ ნეგატიურ შეფასებებს აკეთებს, პოლიტიკურად ბრიყვია ან სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. როგორც ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ნინო ბურჯანაძემ განუცხადა, იგი იმედოვნებს, რომ მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს იმას, რომ უახლოეს პერიოდში მიღებული იქნას გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის სავიზო მიმოსვლა გამარტივების თაობაზე და ასევე, განხილული იქნას შრომითი მიგრანტების საკითხი. მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ნინო ბურჯანაძემ შეხვედრები გამართა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინთან, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან.

XS
SM
MD
LG