Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა 10 ივლისს განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გარეშემო მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, შაბათ-კვირასაც გაგრძელდება. „გარკვეული პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა საბოლოო შეთანხმებამდე არ მივსულვართ. ვეჭვობ, რომ ეს დღეს მოხდეს. ამიტომ მოგვიწევს უქმე დღეების ვენაში გატარება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. წუხელ ამოიწურა ბოლო ვადა, რომელიც მიცემული ჰქონდათ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისა და ირანის წარმომადგენლებს საერთაშორისო გარიგების მისაღწევად, რაც ბირთვული პროგრამის შემცირების ნაცვლად ირანს საერთაშორისო სანქციების შერბილებას ჰპირდება. 9 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაიმუქრა, რომ დატოვებს მოლაპარაკებებს, თუ ირანი არ მიიღებს „რთულ გადაწყვეტილებებს“, რაც ამ გარიგების მისაღწევად არის საჭირო. ირანელებმა სწრაფად უპასუხეს ამერიკელ დიპლომატს და აშშ-ი და მისი ევროპელი მოკავშირეები „ფსიქოლოგიური ომის“ წარმოებასა და ბოლო მომენტში, საკუთარი პოზიციების შეცვლაში დაადანაშაულეს.

XS
SM
MD
LG