Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზია: დასასრულს უახლოვდება უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდების გამოძიება


მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ნაჯიბ რაზაკი აცხადებს, რომ შარშან აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამოძიება „ახლოსაა დამნაშავეების დასახელებასთან“. პრემიერმა ეს განცხადება გააკეთა დედაქალაქ კუალა ლუმპურში, სადაც გაიმართა ცერემონია 2014 წლის 17 ივლისის ავიაკატასტროფის პირველ წლისთავთან დაკავშირებით. კატასტროფამ 298 ადამიანი შეიწირა. მალაიზიის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ გამოძიება არაუგვიანეს წლის ბოლომდე დასრულდება. მალაიზია და ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფში ჩართული დანარჩენი ქვეყნები - ავსტრალია, ბელგია, ნიდერლანდი და უკრაინა - მოითხოვენ, გაეროს მანდატით შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი, თვითმფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილების გასასამართლებლად. რუსეთმა 9 ივლისს გამოაცხადა, რომ შეეწინააღმდეგება გაეროს რეზოლუციას ასეთი ტრიბუნლის შექსნის შესახებ. მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი შარშან 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა, როცა ჩამოგდებულ იქნა აღმოსავლეთ უკრაინაში - ზონაში, სადაც უკრაინის მთავრობის ჯარები და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები იბრძვიან. კიევი აცხადებს, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს სეპარატისტებმა, მოსკოვისაგან მიღებული რაკეტებით. რუსეთი უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებს თვითმფრინავის ჩამოგდებაში.

XS
SM
MD
LG