Accessibility links

logo-print

საბერძნეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირისაგან დახმარების მისაღებად


საბერძნეთმა ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირისაგან დახმარების მორიგი პაკეტის მისაღებად. მან რეფორმების გეგმაზე წინასწარი თანხმობა მიიღო მთავარი ერვოპელი კრედიტორებისაგან და საკუთრივ საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეფორმების გეგმას. როგორც ბერძენი პარლამენტარები, ისე უცხოელი კრედიტორები აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის მიერ შეთავაზებული მასშტაბური რეფორმა, რომელიც საგადასახადო სისტემას და პენსიებსაც ეხება - კარგი ამოსავალი პუნქტია დახმარების მორიგ პაკეტზე მოსალაპარაკებლად, რათა საბერძნეთი ევროზონაში დარჩეს. ევროკავშირის ქვეყნები 12 ივლისს გადაწყვეტენ, დათანხმდებიან თუ არა საბერძნეთის გეგმას რეფორმების სანაცვლოდ მისთვის ახალი კრედიტების მიწოდებაზე. საბერძნეთში ბანკები ორი კვირა დახურულია და შიშობენ, რომ მალე ამოიწურება ნაღდი ფულის რეზერვები.

XS
SM
MD
LG