Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელმა საფრანგეთში ხელი მოაწერა მეორე კონტრაქტს საჰაერო თავდაცვის სისტემებზე


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საფრანგეთში ხელი მოაწერა მეორე კონტრაქტს საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხელშეკრულება 10 ივლისს შევიდა ძალაში და მისი განხორციელება 1 იანვრიდან დაიწყება. „ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ! კმაყოფილი ვარ როგორც შინაარსით, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობით ამ ორი ხელშეკრულების, ფასით. კიდევ ერთხელ ვამბობ: დიდი მადლობა ფრანგებს, ფრანგულ სახელმწიფოსა და ამ კონკრეტულ კომპანიებს იმისათვის, რომ მთელი ეს პროცესი წარიმართა პარტნიორობის, მაღალი ნდობის და საქართველოსთვის წარმატებაში დაინტერესების სულისკვეთებით. ეს ჩანს ამ ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დებულებაში “, - განაცხადა თინა ხიდაშელმა საფრანგეთში საჰაერო თავდაცვის სისტემებზე მეორე კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. პირველ კონტრაქტს მან ხელი მოაწერა ივნისის შუა რიცხვებში. ხიდაშელის განმარტებით, საქართველოში კონტრაქტების მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, შესაძლებელია „რაღაც ტიპის ინფორმაციის“ გასაჯაროება. თუმცა, ასეთი ნაბიჯი ჯერ არ გადაიდგმება და მინისტრის აპირებს, პირველ რიგში, ქვეყნის მთავარსარდლისათვის სრული ინფორმაციის მიწოდებას, ისევე როგორც შეხვედრებს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტში ნდობის ჯგუფთან.

XS
SM
MD
LG