Accessibility links

logo-print

ჯონ კერი „რთულ საკითხებს“ ხედავს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, ჯერ კიდევ ხედავს „რთულ საკითხებს“ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისას, რომელიც ვენაში იმართება ირანის და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის მონაწილეობით. კერის ეს შეფასება „ტვიტერით“ გავრცელდა და მოჰყა მის საათნახევრიან შეხვედრას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯავად ზარიფთან და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერთან, ფედერიკა მოგერინისთან. მოლაპარაკების ამჟამინდელი რაუნდი ვენაში მე-15 დღეა გრძელდება. მხარეებმა გადაწყვიტეს, შეთანხმების მისაღწევი ვადის 10 ივლისიდან 13 ივლისამდე გადატანა. მოლაპარაკების მიზანია ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა მისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG