Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკლეს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ავღანეთ-პაკისტანის რეგიონში


ავღანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ავღანეთ-პაკისტანის რეგიონში, ჰაფიზ საიდი. ამ წყაროს თანახმად, საიდი და კიდევ 29 ექსტრემისტი წუხელ იქნენ ლიკვიდირებული აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში. საჰაერო დარტყმა განახორციელეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ძალებმა, დაზვერვის სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამ ცნობას ჯერ არ მოჰყოლია „ისლამური სახელმწიფოს“ რეაქცია. არც ავღანეთის მთავრობას გაუკეთებია ოფიციალური განცხადება.

XS
SM
MD
LG