Accessibility links

logo-print

რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ 1,5 კილომეტრით გადმოწიეს საოკუპაციო ხაზი ცხინვალთან


საქართველოიდან იუწყებიან, რომ რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ კილომეტრნახევრით გადმოწიეს საოკუპაციო ხაზი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან. ოკუპირებულ ტერიტორია ახლა გავრცელდა გორის რაიონის სოფლების, წითელუბნისა და ხურვალეთის საძოვრებსა და მიწის ფართობებზეც, სადაც მოსახლეობას ნათესების აქვს. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ მოსავალს ვერ აიღებს. ხალხი, მათივე თქმით, რუსმა მესაზღვრეებმა გააფრთხილეს, რომ თავი შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაადაგილებისაგან. საგანგებო განცხადებაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, გამოთქმულია „ღრმა შეშფოთება“ რუსეთის საოკუპაციო ძალების "მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედების გამო".

XS
SM
MD
LG