Accessibility links

logo-print

კაიროში მსხვერპლი მოჰყვა იტალიის საკონსულოზე თავდასხმას


ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ მან მოაწყო აფეთქება კაიროში იტალიის საელჩოსთან. როგორც იუწყებიან, დაიღუპა, სულ ცოტა, ერთი და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები და სამოქალაქო პირები. აფეთქება მოეწყო დანაღმული ავტომანქანით. თითქმის მთლიანად დაინგრა იტალიის საკონსულოს მთავარი შესასვლელი. ექსტრემისტების განცხადებით, რომელიც „ტვიტერით“ გავრცელდა, მუსლიმები არ უნდა მიუახლოვდნენ ობიექტებს, როგორიც არის საკონსულო, რადგან ისინი თავდასხმების „ლეგიტიმურ სამიზნეს“ წარმოადგენს. ისლამისტი ექსტრემისტების თავდასხმები გახშირებულია მას შემდეგ, რაც ეგვიპტეში 2013 წლის ივლისში დაამხეს ისლამისტი პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მმართველობა. გასულ თვეში კაიროში მოკლეს ეგვიპტის მთავარი პროკურორი.

XS
SM
MD
LG