Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა გააუქმა სამიტი საბერძნეთზე მოსალაპარაკებლად


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააუქმა დღეისთვის დანიშნული სამიტი საბერძნეთში ვალებით გამოწვეულ კრიზისზე მოსალაპარაკებლად, თუმცა გაიმართება ევროზონის ლიდერების შეხვედრა, რომელიც საბერძნეთს მიეძღვნება. ევროზონის სამიტი ბრიუსელში, თბილისის დროით, 18 საათზე დაიწყება. ამასობაში განახლდა ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა საბერძნეთის ევროზონაში დარჩენის გზების განსახილველად. თუ მხარეები გარღვევას ვერ მიაღწევენ, საბერძნეთს სავარაუდოდ გაკოტრება და ევროზონიდან გასვლა მოელის. პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ითხოვს 53,5 მილიარდი ევროს დახმარებას 2018 წლამდე საბერძნეთის ვალების გასასტუმრებლად. მაგრამ ევროზონის ფინანსთა მინისტრების საბჭოს თავმჯდომარის, იორუნ დისელბლუმის განცხადებით, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება "ნდობა" და "დამაჯერებლობა", რომ საბერძნეთი მართლაც შეასრულებს დანაპირებს.

XS
SM
MD
LG