Accessibility links

logo-print

ირანზე მოლაპარაკებისას „რთული საკითხები“ რჩება


ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისას, წუხელ გვიანობამდე გაგრძელდა მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლების მოლაპარაკება ირანელ დიპლომატებთან, შეთანხმების დათქმულ ვადამდე, 13 ივლისამდე მისაღწევად. დიპლომატების ცნობით, 11 ივლისს ვენაში მრავალი ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრის შემდეგ დასრულებულია მუშაობა ტექსტის 98%-ზე. მაგრამ იუწყებიან აგრეთვე, რომ შეუთანხმებელი რჩება ორი, ან სამი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ის, თუ რამდენი ხანი დარჩება ძალაში შეთანხმება. ჯგუფი, რომელშიც შედიან აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი და გერმანია, ცდილობს ირანი დაიყოლიოს ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე, მისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG