Accessibility links

logo-print

პაკისტანში ექსტრემისტებთან შეტაკებებისას დაიღუპა ოთხი ჯარისკაცი


პაკისტანის არმიის ინფორმაციით, სულ ცოტა, ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის საზღვრის მახლობლად ექსტრემისტებთან შეტაკებების შედეგად. 12 ივლისს გავრცელებული ცნობით, ექსტრემისტები წუხელ თავს დაესხნენ არმიის ბლოკ-პოსტს სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში. დაიღუპა ცხრა ექსტრემისტი. შარშან პაკისტანის არმიამ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო რეგიონში, რომელიც მიჩნეულია პაკისტანში მოქმედი თალიბანისა და ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ექსტრემისტების დასაყრდენად.

XS
SM
MD
LG