Accessibility links

logo-print

ირანზე მოლაპარაკების მონაწილეები შეთანხმებას უახლოვდებიან


ირანის ბირთვულ პროგრამაზე ვენაში მიმდინარე მოლაპარაკების მონაწილეები თანდათან უახლოვდებიან შეთანხმებას, რომლის მისაღწევი ვადაც 13 ივლისს ამოიწურება. თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, მოსაგვარებელი რჩება რადენიმე „რთული საკითხი“, რომელზეც ირანის დელეგაციასთან მსჯელობენ შეერთებულ შტატებთან ერთად, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთისა და გერმანიის წარმომადგენლები. ცნობების თანახმად, დღეს მოლაპარაკების მონაწილეებს შეუერთდებიან რუსეთის და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც, რაც მიჩნეულია იმის ნიშნად, რომ ვენის მოლაპარაკებაზე მართლაც მიუახლოვდნენ შეთანხმებას. ირანისაგან მოითხოვენ ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, მისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG