Accessibility links

logo-print

თბილისში ღამითაც გაგრძელდება უეფას სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა


თბილისში მთელი ღამე გაგრძელდება უეფას სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო ბილეთების შესყიდვის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით. თბილისში დილის 9 საათიდან მიმდინარეობს უეფას სუპერთასის 11 აგვისტოს მატჩისათვის ბილეთების სალაროებში გაყიდვის პროცესი. მატჩი საფხებურთო კლუბებს "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის "დინამო არენაზე" გაიმართება.

XS
SM
MD
LG