Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 13 სამოქალაქო პირი შეიწირა


ავღანეთში, სულ ცოტა, 13 სამოქალაქო პირი დაიღუპა ორი აფეთქების შედეგად. აღმოსავლეთში მდებარე კაპისის პროვინციის პოლიციის უფროსი, აბდულ კარი ფაიეკი აცხადებს, რომ 10 სამოქალაქო პირი დაიღუპა და, სულ ცოტა, შვიდი დაშავდა გზის პირას ჩადებულ ბომბზე მათი ავტომანქანის აფეთქების შედეგად. სამი სამოქალაქო პირი კი ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე კუნდუზის პროვინციაში შეიწირა ასევე გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქებამ. ადგილობრივი პოლიციის პრესმდივნის ცნობით, აფეთქება მოხდა პოლიციის ობიექტის მახლობლად პროვინციის დედაქალაქში. ორ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ წარსულში თალიბანი ბევრჯერ დაუდანაშაულებიათ ასეთ თავდასხმებში.

XS
SM
MD
LG