Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის ლიდერები საბერძნეთს ნდობის აღდგენისაკენ მოუწოდებენ


ევროზონის ლიდერები საბერძნეთს მოუწოდებენ, აღადგინოს ნდობა და საამისოდ სწრაფად შეუდგეს რეფორმების განხორციელებას, რითაც მოამზადებდა ნიადაგს დახმარების ახალ პაკეტზე მოსალაპარაკებლად. 12 ივლისს ბრიუსელში შეხვედრისას, ევროკავშირის ლიდერებმა და ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ყველა ღონეს იხმარენ ევროზონაში საბერძნეთის დასარჩენად. ამასთან, რამდენიმე ოფიციალურმა პირმა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც ბრიუსელში ევროზონის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, მკაფიოდ თქვა, რომ საბერძნეთს მოუწევს ნდობის აღდგენაზე ზრუნვა მას შემდეგ, რაც საბერძნეთში რეფერენდუმის შედეგად უარყვეს ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა კურსი შეცვალა ახალი მოლაპარაკების დასაწყებად. მერკელის შეფასებით, მოლაპარაკება მძიმე იქნება და შეთანხმება არ დაიდება „ნებისმიერ ფასად“. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ითხოვს 53,5 მილიარდი ევროს დახმარებას 2018 წლამდე საბერძნეთის ვალების გასასტუმრებლად. ევროკომისარი ევროს საკითხებში, ვალდის დომბროვსკისი, მისივე თქმით, არ მოელის, რომ 12 ივლისს გადაწყდება საბერძნეთისათვის ახალ დახმარებაზე მოლაპარაკების დაწყება.

XS
SM
MD
LG