Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 ივლისს არ გაკეთდება განცხადება ირანის შესახებ მოლაპარაკების შედეგზე


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის თქმით, 12 ივლისს არ გაკეთდება განცხადება ირანის ბირთვულ პროგრამაზე ვენაში მოლაპარაკების შედეგზე. ეს ცნობა საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა. უფრო ადრე გავრცელებული ცნობებით, მოლაპარაკების მონაწილეები თანდათან უახლოვდებიან შეთანხმებას, რომლის მისაღწევი ვადაც 13 ივლისს ამოიწურება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 12 ივლისს დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ მოსაგვარებელი რჩება რადენიმე „რთული საკითხი“. ვენაში მე-16 დღეა გრძელდება ირანის დელეგაციასთან შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთისა და გერმანიის წარმომადგენლების მოლაპარაკება.12 ივლისს მოლაპარაკების მონაწილეებს შეუერთდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ელოდებიან ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც, რაც მიჩნეულია იმის ნიშნად, რომ ვენის მოლაპარაკებაზე მართლაც მიუახლოვდნენ შეთანხმებას. ირანისაგან მოითხოვენ ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, მისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG