Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სამხედრო ბაზასთან აფეთქების შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი


ავღანეთში, სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა აფეთქებისას, რომელიც აღმოსავლეთში მდებარე ხოსტის პროვინციაში სამხედრო ბაზასთან მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ქალაქ ხოსტის პოლიციის უფროსის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თვითმკვლელმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა სამხედრო ბლოკ-პოსტთან ბაზის შესასვლელში. ხოსტის სამხედრო ბაზას როგორც ავღანელი, ისე უცხოელი ჯარისკაცები იყენებენ. 12 ივლისს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში, სულ ცოტა, 12 სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბების აფეთქების შედეგად.

XS
SM
MD
LG