Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები გრძელდება


ირანისა და მსოფლიო ექსვეულის დიპლომატებმა 13 ივლისს დილით გააგრძელეს მოლაპარაკებები ვენაში. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ორ კვირაზე მეტია გრძელდება, სამჯერ შეიცვალა პროცესის დასრულების ვადა. 12 ივლისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ვადა 13 ივლისს აღარ გადაცდება. დელეგაციების ლიდერებმა 12 ივლისს გამართეს სამუშაო სადილი, რომელიც ღამის თორმეტის ნახევრამდე გაგრძელდა. სადილის შემდეგ ისინი მიუბრუნდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას სამსჯელოდ დოკუმენტზე, რომელიც, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, ასგვერდიანია. ყველა მხარე აცხადებს, რომ ახლოს არიან შეთანხმებასთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 12 ივლისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „მთავარი საკითხები“ კვლავაც შეუთანხმებელია.

XS
SM
MD
LG