Accessibility links

logo-print

"ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებული ჩანაწერი ჰაფეზ საიდის მოკვლის ფაქტს ეწინააღმდეგება


„ისლამურმა სახელმწიფომ“ 13 ივლისს გაავრცელა აუდიო-ჩანაწერი, რომელიც, ექსტრემისტული ორგანიზაციის მტკიცებით, ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ ჰაფეზ საიდის ხმაა. სამიოდე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად ჰაფეზ საიდი მოკლეს. „ისლამური სახელმწიფოს“ ვებსაიტზე აუდიო-ჩანაწერი დაიდო მას შემდეგ, რაც ავღანეთის სადაზვერვო უწყებამ განაცხადა, რომ ჰაფეზ საიდი მოკლეს. ჩანაწერის ავთენტურობა არ დასტურდება.

XS
SM
MD
LG