Accessibility links

logo-print

რუსეთი განიხილავს საბერძნეთისთვის ენერგორესურსების "პირდაპირი მიწოდების" შესაძლებლობას


12 ივლისს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი „აპირებს მხარი დაუჭიროს საბერძნეთის ეკონომიკის აღდგენას ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაფართოებით“. „ამასთან დაკავშირებით, ვსწავლობთ უახლოეს მომავალში საბერძნეთისთვის ენერგო-რესურსების პირდაპირი მიწოდების ორგანიზების შესაძლებლობას“, - განაცხადა ნოვაკმა. საბერძნეთის მძიმე ფინანსურმა მდგომარეობამ გაამყარა ეჭვები, რომ საბერძნეთის სახელმწიფო კომპანიები ვერ შეძლებენ ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტის საფასურის გადახდას. საბერძნეთი თითქმის მთლიანად რუსეთისგან ყიდულობს ბუნებრივ აირს, რომელიც მას მიეწოდება უკრაინისა და ბალკანეთის გავლით.

XS
SM
MD
LG