Accessibility links

logo-print

ევროზონის ლიდერები აგრძელებენ მსჯელობას საბერძნეთისთვის კომპრომისულ წინადადებაზე


13 ივლისს ევროზონის ლიდერებმა ბრიუსელში განაახლეს მსჯელობა საბერძნეთისთვის კომპრომისულ წინადადებაზე. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის წარმომადგენელმა პრებენ აამანმა განაცხადა, რომ ევროზონის სამიტი რამდენჯერმა განახლდა 12 ივლისს და აგრეთვე 13 ივლისს, დილაადრიან. კომპრომისული წინადადება მოჰყვა 13 ივლისს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ოთხსაათიან შეხვედრას. მანამდე, 12 ივლისს ალექსის ციპრასი რვა საათის განმავლობაში ცდილობდა ევროზონის კრედიტორების დარწმუნებას საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევის აუცილებლობაში. ათენს სჭირდება ფინანსური დახმარება საკრედიტო დეფოლტის თავიდან ასაცილებლად და ევროზონაში დასარჩენად. საბერძნეთის ბანკებს სჭირდებათ ნაღდი ფული ევროპის ცენტრალური ბანკისგან ამოწურული რეზერვების გასაზრდელად. ევროზონის ლიდერები ცდილობენ არსებითი, მოკლევადიანი ფინანსური დახმარების სანაცვლოდ საბერძნეთი დაიყოლიონ თავიანთ მოთხოვნებზე. თუმცა, ევროზონის წევრებიც არ არიან ბოლომდე შეთანხმებული რამდენის გაკეთება უნდა მოსთხოვონ საბერძნეთს. 12 ივლისს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საბერძნეთმა ნდობა უნდა აღიდგინოს.

XS
SM
MD
LG