Accessibility links

ავღანეთში 17 კაცი დაიღუპა ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მოწყობილ თავდასხმაში


სულ მცირე 17 სამოქალაქო პირი დაიღუპა 12 ივლისს ავღანეთში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის საგუშაგოზე მომხდარი ტერაქტის შედეგად, რაც დანაღმული ავტომანქანის გამოყენებით თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თავდასხმა ხოსტის პროვინციაში მდებარე „კემპ ჩეპმენზე“ მოხდა. ნატოს სარდლობის ცნობით, ტერაქტის შედეგად არც ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა. 2014 წელს აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ძალებმა ოფიციალურად დაასრულეს საბრძოლო მისია ავღანეთში, თუმცა შეზღუდული კოალიციური კონტინგენტი რჩება ავღანეთში, რათა არ დაუშვას თალიბანის გააქტიურება.

XS
SM
MD
LG